 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება
11.10.12 10:54
საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია დაწესდება - ეს გადაწყვეტილება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ სამინისტროში ვითარების გაცნობისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
შეხვედრები გრძელდება სხვადასხვა უწყებაშიც. სამუშაო ვითარების გაცნობას განაგრძობენ მინისტრობის კანდიდატები და მათი წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე ისევ გაურკვეველია, თუ ვინ უხელმძღვანელებს ფინანსთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის, განათლების, დევნილთა და გარემოს დაცვის სამინისტროებს ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელად ერთდროულად რამდენიმე კანდიდატურაც კი სახელდება. ამ საკითხზე კოალიციაში კონსულტაციები გრძელდება.
|
 |
 |
|
|
|
|

|