ვახტანგ ხმალაძე თავისუფალი კონკურენციის სააგენტოს შესახებ
11.10.12 14:54
კოალიცია `ქართული ოცნება`პარლმენტის დაკომპლექტებისთანავე `თავისუფალი კონკურენციის სააგენტოს`ჩამოყალიბებას აპირებს. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ეს იქნება ერთგვარი ანტიმონოპოლური სტრუქტურა, რომელიც ბაზარს მონოპოლისტებისგან დაიცავს. საკანონმდებლო პაკეტი კოალიციას უკვე მზად აქვს და მას პარლამენტში სულ მალე წარადგენს.
`ასეთი კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ მომზადდა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მიერ და ვფიქრობ, რომ პარლამენტი უახლოეს სხდომებზე დაიწყებს მის განხილვას. ამის შესაბამისად, შეიქმნება `თავისუფალი კონკურენციის სააგენტო`, რომელიც იქნება აღჭურვილი ყველა უფლებამოსილებით იმისათვის, რომ აკონტროლოს ბაზარი. ასეთი სამსახურის ამოქმედება იქნება ერთ-ერთი იარაღი ე.წ ელიტარული კორუფციის წინააღმდეგ,`- განაცხადა ხმალაძემ.
|