ევროკავშირის ელჩი მაია ფანჯიკიძეს შეხვდა
11.10.12 20:17
ევროკავშირის ელჩი "ქართული ოცნების" ოფისში მაია ფანჯიკიძეს შეხვდა. ფილიპ დიმიტროვმა მინისტრობის კანდიდატთან ქვეყნაში მიმდინარე საკითხები განიხილა.
მათ ისაუბრეს ქვეყნის შიდა ვითარებაზე, ხელისუფლების გადაბარების პროცესსა და საგარეო პოლიტიკაზე.
ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა იყო.
"საქართველოს დღის წესრიგი ევროპულ ინტეგრაციასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს საკითხები, რომლებიც სწრაფად უნდა გადაიჭრას. ამიტომ გავუკეთეთ ორგანიზაება ამ შეხვედრას საგარეო და შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრებთან, ასევე ევროინტეგრაციის მომავალ მინისტრთან. განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებც ახალი მთავრობის მანდატის დასაწყისშივე უნდა მოგვარდეს," - განაცხადა დიმიტროვმა.
|