ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო - ამ გადაწყვეტილებით დასრულდა ჟენევის მოლაპარაკებები. ქართული დელეგაციის განცხადებით, ეს დოკუმენტი არის იმის გარანტი, რომ რუსეთის ფედერაციამ სამომავლოდ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას აიღოს. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლების თანათავმჯდომარეობით მიმდინარე პროცესს ქართული მხარიდან ჯერ ისევ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობდა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პირველად ჩაერთნენ კოალიცია `ქართული ოცნების` წარმომადგენლები - კონფლიქტოლოგი გიორგი ვოლსკი და რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.