|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
23
|
24
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
საკრებულოს ხუთმა წევრმა ნაციონალური მოძრაობა დატოვა
12.10.12 12:06
თბილისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხუთმა წევრმა პარტია დატოვა და თვითმმართველობაში დამოუკიდებელი ფრაქცია შექმნა, სახელწოდებით `თავისუფლება`. დეპუტატები - გიორგი ნემსაძე, მერაბ რაფავა, მიხეილ ქავთარაძე, ირაკლი შიხიაშვილი და ზაურ დოლიძე `ქართულ ოცნებას` შეუერთდნენ. ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანს შეუერთდნენ და სწორედ ამიტომ გადავიდნენ კოალიციაში.
ამჟამად თბილისის საკრებულოში 49 წევრი და ოთხი ფრაქციაა: ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატები, ”თბილისი”, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებულია "ქართული ოცნების" წევრებით და ახლდად ჩამოყალიბებული "თავისუფლება".
|
 |
 |
|
|

სხვა ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. 
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.
17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. 
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. 

|
|
|

|