ბაჩო ქიტიაშვილი ოპონენტის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
12.10.12 12:49
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიორგი ბარამიძემ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, ბაჩო ქიტიაშვილზე ოპონენტისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლა ხდება.
`დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ზეწოლა, ნებისმიერი ფორმით მუქარა, იქნება ეს რიგითი ამომრჩევლის თუ კომისიის წევრის მიერ ადამიანზე. ჩვენი ამოცანაა, რომ განმეორებითი კენჭისყრები ჩატარდეს მშვიდ და თავისუფალ გარემოში,`- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თავად ქიტოშვილი კი `ქართული ოცნების`მაჟორიტარობის კანდიდატს ვალერი გელაშვილს მხარდამჭერების წაქეზებაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ვალერი გელაშვილი მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ მისი სახლი დაერბიათ. ქიტოშვილის განცხადებით, ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც არსებობს.
|