კვირა, 26.05.13   08:40
+17.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება

12.10.12 18:57

მიხეილ სააკაშვილი ახალ მთავრობასთან ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდროდ ითანამშრომლებს.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიგა ბოკერია ბრიფინგამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბიძინა ივანიშვილს ბიზნეს-ცენტრში შეხვდა.

ბოკერიას თქმით, იგი სწორედ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მოქმედებდა.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენს გუნდებს შორის არსებობს ძალიან არსებითი, სერიოზული, ფუნდამენტური განსხვავებები და ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა და ალბათ არ გაქრება მომავალშიც. მაგრამ, რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, რაც შეეხება საგარეო საფრთხისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლის კურსის შენარჩუნებასა და გამყარებას, ამ საკითხში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული;

"თქვენ მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ შედგა ნატოს გენერალური მდივნის სატელეფონო საუბარი საქართველოს პრეზუდენტთან, ამავე დროს, საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან. არჩევნების შემდეგ საქართველოს მომავალმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადებები ამ თემაზე, დაადასტურა თავისი პოზიცია, ამ პოზიციას, კურსის შენარჩუნების თაობაზე, ჩვენ მივესალმებით. აქედან გამომდინარე, როგორც ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ქვეყნებში, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა, - ეს საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხებოდა. ამ საუბრის იდეა გაჩნდა ჩვენი კონსულტაციებისას და ამას ჩვენ მომავალშიც მივესალმებით," - განაცხადა ბოკერიამ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დედაენის ბაღში ორი აქცია გაიმართა

24.05.13 21:12

მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო. More...video clip 

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

24.05.13 14:54

ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.More...video clip 

პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრის ახალი კანდიდატურა შესთავაზა

24.05.13 15:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

24.05.13 15:12

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...More...video clip 

კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულებულია

24.05.13 15:06

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.More...video clip 

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...video clip 

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company