ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები გრძელდება
12.10.12 19:43
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში კონსულტაციები გრძელდება. კოალიციის ლიდერებთან მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საკითხზე შეხვედრები მიმდინარეობს.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, საუბარი შეეხებოდა იმ ტექნიკურ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მოგვარდეს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად. როგორც შეხვედრის მონაწილეთა ნაწილი აცხადებს, პარლამენტის შენობა არ არის მზად სხდომის ჩასატარებლად, ამიტომ ისინი შექმნიან მუშა ჯგუფს, რომელიც ადგილზე შეისწავლის ვითარებას.
შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზეც იმსჯელეს. ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელიც პრაღაში გაიმართება და რომელზეც მიხეილ სააკაშვილი მთავარ მომხსენებლად არის მიწვეული. მონაწილეთა თქმით, სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი ახალ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ჩავა და მთავარი გზავნილები, რასაც ჩაიტანს, იქნება ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოება.
მსჯელობა იმ 6 მინისტრობის კანდიდატსაც შეეხო, რომლებიც ჯერ არ დასახელებულა ახალ მინისტრთა კაბინეტში.
|