ბიზნესცენტრში კონსულტაციები დასრულდა
13.10.12 19:56
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერთან კონსულტაციები დასრულებულია. ბიზნესცნტრი გაერთიანების თითქმის ყველა წარმომადგენელმა უკვე დატოვა.
დილიდან კი ბიძინა ივანიშვილთან აშშ-ის ელჩი და კოალიციის ლიდერები იმყოფებოდნენ.
კონსულტაციები მთავრობის ფორმირების საკითხზე მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებსა და საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის შესახებ მიმდინარეობდა.
ბიზნესცენტრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა და მინისტრობის უკვე ცნობილმა კანდიდატებმა განაცხადეს, რომ მთავრობის სრულ შემადგენლობასთან დაკავშირებით განცხადებას კოალიციის ლიდერი გააკეთებს.
გადაწყვეტილებები კონკრეტულ წარდგენებთან დაკავშირებით მიღებულია და მომავალი კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.
|