ამსტერდამში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვნეს
15.10.12 10:50
ამსტერდამში საკუთარ ბინაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 28 წლის ომარ სულუხია იქ ავიაკომპანია `აირზენას` თანამშრომელი იყო. კომპანიის წარმოამდგენლებმა მისი ძებნა სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ დაიწყეს. ამ პერიოდში ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც სამსახურში მისულა.
ამ დროისთვის გაურკვეველია სულუხიას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი, თუმცა ოჯახის ვარაუდით, იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით უკვე საქმის კურსშია საქართველოს საკონსულო. დიპლომატიური უწყება დეტალებს ადგილობრივი სამართალდაცველებისგან გამოძიების დასრულების შემდეგ ელოდება. ამის შემდეგ დაზუსტდება მისი საქართველოში გადმოსვენების თარიღიც.
მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო.
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.
ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება.