საქართველოში მიწისძვრა განმეორდა
14.10.12 15:24
საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 5,4 მაგნიტუდის ბიძგების ეპიცენტრი ამჯერადაც აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრის მოშორებით იყო.
საქართველოს ტერიტორიაზე მიწისძვრა ყველაზე მკვეთრად ლაგოდეხის რაიონში იგრძნობოდა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მას მოსახლეობისთვის ზიანი არ მოუტანია.
მიწისძვრა საკმაოდ საგრძნობი იყო თბილისშიც.
პირველი ბიძგები ამავე ადგილას ჯერ კიდევ გუშინ საღამოს, დაახლოებით 10:40 სთ-ზე იგრძნობოდა. მაშინ მისი სიმძლავრე დღევანდელთან შედარებით ნაკლები - 4, 6 მაგნიტუდა იყო.
|