ივანიშვილი მთავრობის სრულ შემადგენლობას ხვალ წარადგენს
15.10.12 18:00
ბიძინა ივანიშვილი ახალ მთავრობას სრული შემადგენლობით ხვალ წარადგენს. ჯერჯერობით ისევ უცნობია იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებმაც მინისტრთა კაბინეტის დარჩენილი ექვსი პორტფელი უნდა ჩაიბარონ. როგორც აცხადებენ, კოალიციაში ორი კანდიდატისგან საბოლოო პასუხს ელოდებიან. წინასწარი ინფორმაციით, ახალი და ამავდროულად ძველი სახე, რომელთანაც ამ ეტაპზე ენერგეტიკის მინისტრობის პოსტის შესათავაზებლად მიმდინარეობს კონსულტაციები, მამუკა ნიკოლაიშვილია. ის ამჟამად პარიზში ცხოვრობს, სადაც ალტერნატიული ენერგიის საკითხებზე მუშაობს. მამუკა ნიკოლაიშვილი ენერგეტიკის მინისტრი უკვე იყო 2003 წელს. მან ამ თანამდებობაზე მაშინ დავით მირცხულავა შეცვალა. ერთი სავარაუდო კანდიდატურა, რომელზეც ინფორმაცია დღეს გავრცელდა, ნოდარ ხადურია. "ქართული ოცნების" ეკონომიკური პროგრამის ავტორმა შესაძლოა ფინანსთა მინისტრის პოსტი დაიკავოს.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.
ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი.
ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.
ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.