ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ მინისტრობაზე უარი თქვა. მიზეზად კი მან ინტერესთა შეუთავსებლობა დაასახელა. ამირან გამყრელიძის განცხადებაში ნათქვამია:
`გულწრფელი მადლობა ბატონ ბიძინას და კოალიცია ქართულ ოცნებას დიდი ნდობისთვის, როცა გასული კვირის ორშაბათს დავსახელდი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად ახალ კაბინეტში. თუმცა ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალურ ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის ”ალდაგი ბი სი აის” გენერალური დირექტორი.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას უმასპინძლა.