ოთხშაბათი, 22.05.13   13:15
+22.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ბიძინა ივანიშვილმა კაბინეტის სრული შემადგენლობა წარადგინა

16.10.12 11:28

კოალიცია `ქართული ოცნების`ლიდერმა და მომავალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმ სამინისტროების ხელმძღვანელობის კანდიდატები წარადგინა, რომელიც დღემდე ვაკანტური იყო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრობის კანდიდატად დავით ნარმანია დასახელდა. ამ პოსტზე წარდგენილი იყო კახა კალაძე, თუმცა იგი ამჯერად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატია.

ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დროებით შენარჩუნდება, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს რეფორმირებასთან ერთად შეიცვლება სტრუქტურა და მისი ხელმძღვანელებიც.

კახა კალაძე დარჩება ვიცე-პრემიერის პოზიციაზე.

დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე იქნება, რომელიც ამბროლაურის რაიონში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყო წარდგენილი. შევარდნაძის ხელისუფლების დროს კი ის რეგიონის გუბერნატორი იყო

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ბიძინა ივანიშვილმა ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილს დღემდე `ქართუ ბანკის`გენერალური დირექტორი იყო.

გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად ხათუნა გოგოლაძე დასახელდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად კი კოალიციის ლიდერმა ნოდარ ხადური წარადგინა. ხადურის შესახებ ინფორმაცია ბოლო დღეებში მედიაშიც ფიგურირებდა. პირველი პრეზენტაციისას ნოდარ ხადური ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე  წარადგინა. 

განათლებისა და მეცნიერების  მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია. კოალიციის ლიდერის განცხადებით, მას კონსულტაციები ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ ქართველ მეცნიერთან გია დვალთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ შეიქმნება განათლების რეფორმირების სპეციალური კომისია და ის უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. სწორედ ამ კომისიაში იმუშავებს გია დვალი.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ივანიშვილმა დავით სერგიენკო წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას წარდგენილმა კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ ამ პოზიციაზე უარი განაცხადა, ის რჩება პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და უშუალო მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებასა და განვითარებაში.

დანარჩენი მინისტრების ვინაობა კი გასულ კვირას უკვე ცნობილი იყო. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი - ლევან ყიფიანი, სასჯელაღსრულების მინისტრი - სოზარ სუბარი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი - რევაზ შავიშვილი.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

22.05.13 10:57

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.More...

გოგა ბოკერია მთავრობას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებს

22.05.13 11:04

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებას უშიშროების საბჭოს მდივანი გამოეხმაურა. გიგა ბოკერიას აზრით, ეს პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა იყო და მიზნად ისახავს ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ოპონენტის ჩამოშორებას...More...

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანში

22.05.13 11:24

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ბაქოში შეხვედრის დროს.More...

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება

21.05.13 17:33

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company