 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას აპირებს
16.10.12 12:01
ოპოზიციაში გადასულ ნაციონალურ მოძრაობას ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ეს თანამდებობა მერაბიშვილს უკვე ეკავა 2003 წელს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა. პარტიის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ახალი ტიპის ოპოზიციის შექმნას გეგმავს.
`საქართველო ძალიან შეიცვალა ბოლო წლების განმავლობაში. ახალ საზოგადოებას სჭირდება ახალი ტიპის პარტია, ჩვენ გვინდა ისეთი ინსტიტუტების, ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბება, რომელიც დაგვეხმარება ახალი ადამიანების აღმოჩენასა და მათ ჩართვაში პარტიულ თუ არაპარტიულ საქმიანობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახდეს ახალი ტიპის სახალხო პარტია. ვეცდებით, რომ საქართველოში დამკვიდრდეს ოპოზიციის ახალი სტანდარტები,`- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
|
 |
 |
|
|

სხვა ახალი ამბები
დიპლომატების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების შესახებ არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს ხვდება. 
ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს უმაღლესმა კომისარმა. 
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ახალაია ყველა უპასუხიმგებლო განცხადებაზე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ ის და რიჩარდ ნორლანდი შოკირებულები არიან სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეო–კადრებზე ასახული ფაქტებით, რომელთა შესახებაც მათ ინფორმაცია საელჩოს თანამშრომლებმა მიაწოდეს. 

|
|
|

|