ივანიშვილი სოჭის ოლიპიადის შესახებ
16.10.12 13:31
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ოლიმპიადა ექსცესების გარეშე ჩატარდეს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს მინისტრობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.
`ჩემი მხრიდან ოლიმპიადის ჩაშლა ძალიან არასერიოზული განცხადებაა. მე არაფერ შუაში არ ვარ და მსგავს რამეს არ განვიხილავთ. ღონისძიების ჩატარებას მივესალმებით, საქართველომ აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს და ჩვენ, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად, ექსცესების გარეშე ჩატარდეს,`- განაცხადა ივანიშვილმა.
|