ხუთშაბათი, 20.06.13   01:59
+20.1°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

მიხეილ სააკაშვილმა ბარაკ ობამას წერილი მიიღო

16.10.12 15:20

მიხეილ სააკაშვილმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას წერილი მიიღო. ამ გზავნილში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმით აღნიშნული საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით.

`ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობის დასაცავად და თქვენი ქვეყნის მომავლის ევროპასთან დასაკავშირებლად შეუძლებელია გაკეთებულიყო იმაზე მეტი, ვიდრე ისეთი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვა, როგორიც დაადასტურებდა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებას... ახლა, როდესაც არჩევნებმა უკვე ჩაიარა, მსოფლიო ხედავს, რომ საქართველომ ეს ეტაპი თქვენი ლიდერობით გადალახა. წინსვლისთვის საქართველოს დასჭირდება, რომ თქვენ განაგრძოთ ქვეყნის მართვა და პარლამენტთან და ქართული ოცნების კოალიციის ლიდერებთან ერთად იმუშაოთ, რომ მთავრობის გადაბარებისა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს. თქვენმა საჯარო განცხადებებმა არჩევნების შედეგების ცნობასთან დაკავშირებით დაამტკიცა, რომ თქვენთვის უპირველესი ყველა ქართველის ინტერესის გათვალისწინებაა”, - აღნიშნულია პრეზიდენტ ობამას წერილში.

ბარაკ ობამას წერილი მიხეილ სააკაშვილს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა გადასცა. პრეზიდენტის და ამერიკელი დიპლომატის შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ურთიერთობა, სტრატეგიული თანამშრომლობა და ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნები იყო. ერიკ რუბინის შეფასებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ აღებული აქვს დემოკრატიული კურსი, რომლის განსამტკიცებლად უმნიშვნელოვანესია, როგორც საარჩევნო, ისე ამჟამად მიმდინარე პროცესები.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...video clip 

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 18:20

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...video clip 

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company