გიორგი ტუღუშმა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა დაასახელა
16.10.12 15:43
51-კაციან მონიტორინგის ჯგუფს ამიერიდან ნებისმიერ დროს შეეძლება ციხეებში შესვლა. სასჯელაღსრულების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ტუღუშმა ამ პირთა სია დღეს გამოაქვეყნა. სამუშაო ჯგუფებში შედიან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები. მათ ნებისმიერ დროს, მათ შორის არასამუშაო საათებშიც, სპეციალური ნებართვის გარეშე შეუძლიათ ციხეში შესვლა და პატიმართა მდგომარეობის შესწავლა. ჯგუფს მოქმედების ვადა მომავალი წლის 31 იანვრამდე აქვს.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.