სკოლებში მანდატურის ინსტიტუტი გაუქმდება
17.10.12 10:56
განათლების მინისტრობის კანდიდატი სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის გადახედვას გეგმავს. განათლების მინისტრობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მანდატურის ინსტიტუტი იყო ძალადობისა და ზემოქმედების მექანიზნი და ის ახლო მომავალში აღარ იარსებებს.
გიორგი მარგველაშვილი გუშინ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობის კანდიდატს მაია მიმონოშვილს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი დამოუკიდებელი სტრუქტურა იქნება და პირდაპირ პრემიერ-მინისტრს ან მთავრობას დაექვემდებარება. გუშინდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2013 წლის მისაღები გამოცდების საკითხები.
ამ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გიორგი მარგველაშვილსა და მაია მიმინოშვილს შორის დღესაც გაიმართება.
განათლების მინისტრობის კანდიდატი უწყების რეორგანიზაციასაც აპირებს.
|