მოსკოვი ივანიშვილის განცხადებას კონსტრუქციულს უწოდებს
17.10.12 19:56
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას სოჭის ოლიმპიადის თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
ლავროვის უწყების წარმომადგენელმა, რომელიც 2014 წლის ოლიმპიადის მომზადების საკითხებს კურირებს, საქართველოს პრემიერობის კანდიდატის განცხადებას კონსტრუქციული უწოდა.
"რუსეთი მიესალმება ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას მსოფლიო სპორტის დიდ ზეიმში, როგორიცაა ზამთრის 22-ე ოლიმპიადა და მე-12 პარაოლიმპიური თამაშები სოჭში," - განაცხადა ვალერი კუზმინმა.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას საქართველო ბოიკოტს არ გამოუცხადებს.
|