ამერიკელი კონგრესმენი საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება
18.10.12 10:21
შეერთებული შტატების კონგრესმენი მარიო დიას-ბალარტი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში ის ქართველ ხალხს ულოცავს სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს.
მისი თქმით, საქართველომ მსოფლიოს ახალგაზრდა დემოკრატიებს კარგი მაგალითი უჩვენა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია პრეზიდენტ სააკაშვილის წვლილი ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის პროცესში.
დიას-ბალარტი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართ საკუთარი ვალდებულება კარგად გამოხატა, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში კი ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, დაამარცხა კორუფცია და გაზარდა ცხოვრების დონე.
კონგრესმენი მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
|