ალასანიამ დაღუპული კაპრალის ოჯახს მიუსამძიმრა
18.10.12 11:41
ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა ირაკლი ალასანიამ. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი სოფელ თხილნარში აბაშიძეების ოჯახში პანაშვიდზე იმყოფებოდა. 23 წლის მინდია აბაშიძე სახმელეთო ჯარების მესამე ქვეითი ბრიგადის ქვეითი ბატალიონის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. ალასანიას თქმით, ფრონტის ხაზზე მყოფი მეომრებზე ზრუნვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა გაძლიერდეს.
`კაპრალი აბაშიძე არის გმირი. ის იცავდა მთელი მსოფლიოს და ჩვენს ღირსებას ანტიტერორისტულ ბრძოლაში. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი ოჯახისთვის და ჩვენ ვუსამძიმრებთ მათ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ ზრუნვა ჩვენს ჯარისკაცებზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვინც ბრძოლის ველზეა,`- განაცხადა ალასანიამ.
|