ოთხშაბათი, 19.06.13   13:19
+21.7°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

ჯეიმს აპატურაი ვაშაძესა და ბოკერიას შეხვდა

18.10.12 19:04

ნატოს წარმომადგენელმა კავკასიაში ჯეიმს აპატურაიმ და საგარეო საქმეთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს პირისპირ მოლაპარაკება გამართეს. 

"მინდა მივულოცო ყველა ქართველს, მოქმედ და ახალ მთავრობას. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ საქართველო ნორმალური ქვეყანა ხდება, სადაც მთავრობა საარჩევნო ყუთის მეშვეობით იცვლება; სადაც მთავრობის გადაბარების პროცესი თავაზიანი გზით, ურთიერთპატივისცემისა და კანონის დაცვით ხდება. ეს არის ქართველი ხალხისა და იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ამ ცვლილებებზე არიან პასუხისმგებლები და რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგი და ამით ყველა უნდა ამაყობდეს. რაც შეეხება ნატოს, ჩემი მესიჯი ნათელია - ნატო რჩება ერთგული საქართველოს მიმართ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ნატოს წევრი. მოვისმინე ახლად არჩეული მთავრობის განცხადებები, რომლებიც ხალხის ნებას ასახავს. რა თქმა უნდა, ასევე ერთგული ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ეს ხდება არა მარტო რიტორიკულად, არამედ პრაქტიკულადაც. ჩვენ გვაქვს აქ ოფისი, რომელიც ისევ ბევრს იმუშავებს, როგორც ამ დღემდე აკეთებდა არსებულ და მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ახლად არჩეულმა მთავრობამ ხაზი გაუსვა რეფორმების მნიშვნელობას და ვიქნებით აქ, რომ დავეხმაროთ თქვენს ქვეყანას და მთელ რეგიონს - გადადგას ის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ნატოსთან უფრო მეტად დააახლოვებს," - განაცხადა აპატურაიმ შეხვედრის შემდეგ.

პირველი ოფიციალური შეხვედრა კი ჯეიმს აპატურაიმ გიგა ბოკერიასთან გამართა. ალიანისის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

"ჩვენ მოხარული ვართ, რომ შედგა ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში. ყველამ იცის, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო მოხსენიებული, როგორც საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარების ერთ-ერთი ტესტი და აქედან გამომდინარე, როგორც ერთ-ერთი ტესტი ნატოში გაწევრიანებისკენ. ახლა, როდესაც ეს ტესტი ჩავლილია და ყველა შეფასებით, ჩავლილია წარმატებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდეს დისკუსია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის თაობაზე, განახლდეს სწრაფად და ამიტომ ეს ვიზიტი იყო ძალიან დროული,"- განაცხადა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 11:29

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავის 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო` ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...

ოჯახი ოკუპანტების მიერ დაკავებული ყურწუას გათავისუფლებას ელოდება

19.06.13 12:53

უკვე მეხუთე დღეა ოჯახის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. იური ყურწუას ოჯახმა ის თანხაც გადახდა, რომელიც ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის ჯარიმად აქვთ დაკისრებული. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

19.06.13 12:32

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი შესაძლოა დღესვე შეუტანონ. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და შეთანხმებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან. More...

უსუფაშვილმა ბრიუსელში შეხვედრები დაასრულა

19.06.13 10:12

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. ის დღეს ლონდონში მიემგზავრება, სადაც ასევე გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს. ბრიუსელში კი ბოლო შეხვედრა ბელგიის სენატში გამართა.More...

დავით უსუფაშვილი მარტინ შულცს შეხვდა

18.06.13 17:24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. More...video clip 

სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის

18.06.13 17:11

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამეგრელოში საიდუმლო სამალავების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ...More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company