სერგიენკომ მომავალი გეგმები განიხილა
18.10.12 19:14
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი შრომის კოდექსის ცვლილელებასა და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე საუბრობს. დავით სერგიენკოს ინფორმაციით, ხელფასის რაოდენობა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით რეგულირდება.
"ძირითადი საბაზისო სადაზღვევო პაკეტი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მმართველი, მიმმართავი ამ თანხებისა იქნება ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი. პირველი ნაბიჯი იქნება, რომ პენსია დაუახლოვდეს საარსებო მინიმუმს, მეორე ნაბიჯი იქნება, რომ თვითონ საარსებო მინიმუმი დროის იმ პერიოდისათვის, როდესაც მოხდება გადაფასება, გადაფასდეს იმ პერიოდის შესაბამისად. პირველი პრიორიტეტი არის ერთიანი საქართველოს ყველა მოსახლის სადაზღვევო პაკეტებით უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 2013 წლის დასაწყისში," - განაცხადა მან.
|