კვირა, 26.05.13   03:19
+17.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სპორტულ გუნდებს ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდებათ

19.10.12 19:50

ძალოვანი უწყებების დაქვემდებარებაში შემავალ სპორტულ გუნდებს დაფინანსება შეუწყდებათ. განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა გააკეთა. მისი თქმით, ბიუჯეტიდან არც ერთი გუნდი არ უნდა დაფინანსდეს.

ამ თემას გამოეხმაურა სპორტის მინისტრობის კანდიდატი. მისი თქმით, ამ გუნდებს დაფინანსება მხოლოდ კერძო ბიზნესიდან უნდა ჰქონდეთ და ძველი წესით მათი დაფინანსება უნდა გაუქმდეს.

"სად და როგორ უნდა მოხდეს ამ გუნდების გადაყვანა-გადმოყვანა და დაფინანსება, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ თუ თავდაცვის უწყებაში ფინანსები დაიხარჯება არამიზნობრივად და ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ პროფესიონალური (და არა სამოყვარულო) გუნდების შენახვა და დაფინანსება არის არამიზნობრივი, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოს შესაბამის უწყებას. შესაბამის ბიუჯეტში არ იყო განსაზღვრული შესაბამისი თანხა. თავისთავად ცხადია, დაისმის კითხვა - საიდან ხდებოდა, რომელი მუხლებით ხდებოდა ამისი დაფინანსება? ეს საკითხი ალბათ შემდგომში უნდა იყოს სამართალდამცველების განხილვის საგანი. პოლიტიკურ დონეზე შემიძლია გითხრათ - ეს დაუშვებელია. თითოეული თეთრი უნდა მოხმარდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის საერთო კოალიციის გადაწყვეტილება. ბატონი ირაკლი გამოდიოდა თავისი პირადი შეხედულებიდან და ეს შეხედულება მართებულია იმ მიმართულებით, რომ, რა თქმა უნდა, სწორი არ არის, რომ უწყებრივი გუნდები არსებობდნენ. ჩვენი კონცეფციის მიხედვით, საერთოდ, ქვეყანაში არასაუწყებო კლუბები უნდა არსებობდნენ. მაგრამ ამისთვის შესაბამისი სამუშაოებია ჩასატარებელი. ამიტომ ხელოვნურად ამის შეწყვეტა არის საზიანო. ამიტომ შუა სეზონში ამის გაწყვეტა არ არის მიზანშეწონილი," - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ამ საკითხზე კომენტარი უკვე გააკეთეს საკალათბურთო გუნდების წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა საერთაშორისო სპორტული სამყაროსგან ქართულ გუნდებს გარკვეული სანქციები დაუწესდეს და ასევე შესაძლებელია ამ გადაწყვეტილებით ქართულმა გუნდებმა არსებობს საერთოდ შეწყვიტონ.

"როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ჩვენ გაგვაქვს, როგორც საქართველოს, ასევე ქართული არმიის სახელი. ვცდილობთ, რომ ღირსეულად გავაკეთოთ ყველაფერი. მე მაინც დაუჯერებლად მიმაჩნია ეს ფაქტი და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩემპიონატი იყოს ძლიერი. მარტო არა "არმია", არამედ სხვა რამდენიმე კლუბიც არის, რომლებიც აქამდე სახელმწიფოდან ფინანსდებოდა. სანქციები ამას, რა თქმა უნდა მოჰყვება. როგორც კლუბის მიმართ, ასევე მთლიანად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიმართ. მე არ მინდა და თავს შევიკავებ ნაადრევი დასკვნებიდან," - განაცხადა "არმიის" მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.

ამ დრომდე, თავდაცვისა და შს სამინისტროების ბალანსზე იმყოფებიან გუნდები - "არმია", "აკადემია" და "ოლიმპი". ასევე არის საფეხბურთო გუნდი "გორის დილა" და სარაგბო გუნდი "არმია".

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დედაენის ბაღში ორი აქცია გაიმართა

24.05.13 21:12

მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო. More...video clip 

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

24.05.13 14:54

ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.More...video clip 

პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრის ახალი კანდიდატურა შესთავაზა

24.05.13 15:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

24.05.13 15:12

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...More...video clip 

კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულებულია

24.05.13 15:06

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.More...video clip 

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...video clip 

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company