აპატურაი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
18.10.12 19:50
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოში შეხვედრებს მართავს.
ჯეიმს აპატურაი ნატოს სამეკავშირეო ოფისში ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გააცნეს.
ცენტრის დატოვების შემდეგ აპატურაის მედიასთან კომენატრი არ გაუკეთებია.
აპატურაის ელჩებთან შეხვედრის ოფიციალური ნაწილი ნატოს სამოკავშირეო ოფისში შეხვედრით დასრულდა. კონკრეტული გეგმები იმის თაობაზე, თუ როგორ გაგრძელდება ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა, მას შემდეგ გამოიკვეთება, რაც საქართველოს ახალი მთავრობა დამტკიცდება და კონკრეტული დეტალები შეთანხმდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება.
აპატურაი საქართველოს დღეს დატოვებს.
|