პარასკევი, 24.05.13   04:35
+20.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ივანიშვილმა და აპატურაიმ ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს

18.10.12 19:42

ჯეიმს აპატურაი დღეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. "ქართული ოცნების" ლიდერის ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობა იყო.

ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ის დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე მთავარი თემა იყო ასევე ავღანეთში ნატოს სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა. ივანიშვილის თქმით, ქართველები დარჩებიან ავღანეთში, ვიდრე საჭირო იქნება.

შეხვედრაზე საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნებიც განიხილეს.

"მათ უფრო პრინციპული, უფრო პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგან იმისათვის, რომ საქართველოს რეალური გაწევრიანება ნატოში უახლოეს მომავალში მოხერხდეს. მე დავარწმუნე, რომ ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში ჭეშმარიტი დემოკრატიული ინსტიტუტები ჩამოყალიბდეს, რაც აუცილებელია ნატოს წევრი ქვეყნებისათვის და აუცილებელი მოთხოვნაა. გავაგრძელებთ მონაწილეობას და ვამაყობთ, რომ ვართ ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად მონაწილე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში. ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ პარალელურად მოვახერხოთ და ჩვენს დიდ მეზობელ რუსეთთანაც დავალაგოთ ურთიერთობები და მოვახერხოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაც, თუმცაღა ეს პროცესები, როგორც არის დაფიქსირებული ადრინდელ მემორანდუმებში, ცალ-ცალკე განიხილება," - განაცხადა ივანიშვილმა.

"ნატოს სახელით, პირადად მინდა მივულოცო, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ბატონ ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და ის, თუ როგორ ჩატარდა ეს არჩევნები და როგორ მიმდინარეობს მთავრობის გადაბარების პროცესი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მან გაიმეორა, რომ საქართველო  ნატოს ალიანსში გაერთიანების და ავღანეთის მისიაში მონაწილეობის ერთგული რჩება. ასევე ვისაუბრეთ, რომ ნატოც ერთგული რჩება საქართველოს მიმართ. საქართველოს მომავალი ნატოშია. ასევე მადლობა გადავუხადე თქვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისთვის აისაფის მისიაში და სამძიმარიც გამოვუცხადე ახლახან დაღუპული ქართველი ჯარისკაცის გამო. ალიანსი ერთგული რჩება აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენი ქვეყანა ნატოს მჭიდრო პარტნიორია და მიისწრაფის წევრობისკენ. ამიტომ ჩვენ ამ ქვეყნის ერთგულები ვრჩებით," - განაცხადა აპატურაიმ.

 

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილმა საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა

23.05.13 12:16

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა ოჯახმა 20,000 ლარის გირაოს თანხა გადაიხადა.More...video clip 

მერაბიშვილი თბილისში, N9 დაწესებულებაში გადმოიყვანეს

23.05.13 10:00

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ გვიან ღამით ქუთაისიდან თბილისში გადმოიყვანეს.More...video clip 

მერაბიშვილის მეუღლე და თბილისის მერი საქართველოში დაბრუნდნენ

23.05.13 10:39

ვანო მერაბიშვილის მეუღლე საქართველოში დაბრუნდა. თაკო სალაყაია თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა. ყოფილი პრემიერის მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა თბილისის მერი. More...video clip 

დიმიტრი შაშკინი მერაბიშვილს დიდი წონის პოლიტიკოსს უწოდებს

23.05.13 15:23

ვანო მერაბიშვილის დაკავებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის`გენერალური მდივნის დაკავებით მას პოლიტიკას ვერ ჩამოაშორებენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

23.05.13 14:53

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ) ბიჩინაშვილსა და იოანე თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ (ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს.More...video clip 

მამამ შვილი ფანჯრიდან გადააგდო

23.05.13 14:43

ერთი თვის ჩვილი მამამ ფანჯრიდან გადმოაგდო. მეორე სართულიდან გადმოგდებული ბავშვი ადგილზე დაიღუპა. More...video clip 

გიორგი მარგველაშვილი 17 მაისის შესახებ კომენტარს აკეთებს

23.05.13 11:29

ვიცე–პრემიერი 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს აკეთებს. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კანონდამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.More...video clip 

საპატრიარქო 17 მაისს მომხდარ ძალადობას გმობს

23.05.13 11:11

17 მაისს მომხდარ ფაქტებზე საუბრისას, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი სასულიერო პირების ქცევის გამო წუხილს გამოთქვამს. ილია მეორის თქმით, მიუღებელია იდეები, რომელთა დანერგვასაც საქართველოში ზოგიერთი ჯგუფი ცდილობს, თუმცა სამღვდელოების საქციელი მოსაწონი მაინც არ იყო.More...video clip 


  სრული პროგრამა
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company