პარლამენტის აპარატს ზურაბ მარაქველიძე უხელმძღვანელებს
19.10.12 11:03
პარლამენტის აპარატს კოალიციის რესპუბლიკელი წევრი ზურაბ მარაქველიძე უხელმძღვანელებს. მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 21 ოქტომბერს ქუთაისში გაიმართება. სხდომათა დარბაზი ტექნიკურად უკვე მზად არის დეპუტატების მისაღებად. ხვალ ქუთაისში ისევ გეგმავენ ჩასვლას უმრავლესობის წევრები. ისინი კიდევ ერთხელ პირადად შეამოწმებენ ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს და სამზადისს. ცნობილია ის საკითხებიც, რაზეც მოუწევთ მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს პირველ სხდომაზე. დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-სპიკერებს, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს აირჩევენ.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.