ბიზნესმენი ნაზი ალასანია ზეწოლაზე საუბრობს. ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაძე მან განაცხადა, რომ 27 აგვისტოს მას კუთვნილი ბიზნესის 45 პროცენტი იძულებით გააყიდინეს ერთ ლარად. ნაზი ალასანიას ფირმა ”ფას-პლუსი” საგზაო ბიტუმის შემომტანი კომპანია იყო. ბიზნესმენის განცხადებით, მასზე ზეწოლა ახლაც გრძელდება, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ის ბიძინა ივანიშვილთან მეწარმეების შეხვედრაზე იმყოფებოდა. კონკრეტული პირების დასახელებისგან ნაზი ალასანია თავს იკავებს. ბიზნესმენი სასამართლოში სარჩელის შეტანას და ქონების დაბრუნებას აპირებს.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.