სპარალამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია
19.10.12 20:12
2012 წლის სპარალამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა.
საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს მოაწერეს ხელი.
ხმათა პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა: კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” ხმების 54,97 პროცენტი მიიღო, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" - კი 40,34 პროცენტი.
რაც შეეხება მანდატებს, ”ქართულ ოცნებას” მომავალ პარლამენტში, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სიით 85 მანდატი ექნება, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 65.
|