`პიკის` მაუწყებლობა შეჩერებულია
20.10.12 16:23
ტელეკომპანია ”პირველი საინფორმაციო კავკასიურის” მაუწყებლობა ამ დროისათვის შეჩერებულია. ”პიკი” ეთერში 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ აღარ გადის.
”პიკის” თანამშრომლები კი განმარტებებს მოითხოვენ მაუწყებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.
პიკის 450-მდე თანამშრომელი ამ წუთებისათვის სპეციალურ მიმართვაზე მუშაობს, რომლითაც ისინი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოსაგან გია ჭანტურიას გადაყენებას მოითხოვენ.
"გვინდა ჩატარდეს აუდიტი, რომელიც დაადგენს რეალურად, სად არის ეს თანხა, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენ მოვითხოვთ ჟურნალისტების უფლებების დაცვას, ჩვენ მოვითხოვთ სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ვიყოთ ეთერში და ჩვენმა მაყურებელმა ნახოს ტელეკომპანია "პიკი". ჩვენ არ შეგვიქმნია არავისთვის პრობლემები. ჩვენ ვართ ობუექტური და პროფესიონალი ჟურნალისტები. ჩვენ არ გაგვიკეთებია არაფერი ისეთი, რაც შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ გაგვთიშონ, მაგრამ, თუ ეს მიზეზები არსებობს, მაშინ იმის უფლება მაინც გვქვს, რომ გვითხრან," - განაცხადა "პიკის" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინე კოტრიკაძემ.
|