|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს უპასუხა
20.10.12 21:37
ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას ეხმაურება. არასამთავრობო სექტორი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობაზე დავით დარახველიძის კანდიდატურის მოხსნას ითხოვს.
"მე, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მზად ვარ შევხვდე და ვითანამშრომლო ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელმაც საჭიროდ ჩათვალა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საკუთარი პოზიცია გამოეთქვა მთავრობის წევრთა დანიშვნასთან დაკავშირებით," - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ განცხადებაში.
პრემიერობის კანდიდატი ამასთანავე აღნიშნავს, რომ უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც მინისტრობის კანდიდატი საჯაროდ, ტელევიზიით პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრთა შეკითხვებს. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის მზადაა მინისტრობის კანდიდატთან ერთად აღნიშნულ საკითხზე საჯარო დისკუსია გამართოს.
|
 |
 |
|
|
|
|

|