პარლამენტის თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი დაამტკიცეს
21.10.12 17:35
საქართველოს პარლამენტს ახალი თავმდჯომარე ჰყავს. ამ პოსტზე დეპუტატებმა, 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ, დავით უსუფაშვილი დაამტკიცეს.
კენჭისყრამდე უსუფაშვილმა დარბაზში შეკრებილებს მიმართა და თავისი მუშაობის პრიორიტეტად ქვეყნისთვის მყარი კონსტიტუციური საფუძველის შექმნა დაასახელა. უსუფაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალური მდგომარეობასა და მთავრობასთან ჯანსაღი კონკურენციის აუცილებლობაზე ისაუბრა.
ერთ-ერთ მთავარ პრობლემად პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში ჩრდილოვანი მმართველობა მოიხსენია. აქცენტი გაკეთდა საქართველოში დღემდე არსებულ არასამართლიან გარემოზეც.
ახალ პოსტზე დანიშვნის შედეგ დავით უსუფაშვილმა, პირველ რიგში, ირინა ენუქიძის ხსოვნას მიაგო პატივი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თითქმის ყველა ვალშია ამ ქალბატონთან და სწორედ ამიტომ პირველი განცხადება მან პარლამენტის თავმჯომარის ტრიბუნიდან ირინე ენუქიძის ხსოვნის დაფასების აუცილებლობაზე გააკეთა. სანდრო გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე 5 წლის წინ მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
|