ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები შემდეგნაირად დაკომპლექტდნენ:
საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. კოალიცია `ქართულ ოცნებას` პარლამენტში სამი ფრაქცია ეყოლება. ფრაქცია `ქართული ოცნების`თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი იქნება; `რესპუბლიკელების` - დავით ბერძენიშვილი; ხოლო `თავისუფალი დემოკრატების` ირაკლი ჩიქოვანი.
რაც შეეხება უმცირესობას, მათი ლიდერი დავით ბაქარაძე იქნება, ფრაქცია კი უმცირესობასაც სამი ექნება. `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის` თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი იქნება; `ნაციონალური მოძრაობა - რეგიონები` - თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე და `ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები` - თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძე.
ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.
ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს.