ხუთი დეპუტატი დამოუკიდებლად იმუშავებს
22.10.12 11:46
დეპუტატები, რომლებმაც უმცირესობაში შესვლაზე უარი თქვეს, ცალკე ფრაქციის შექმნას აპირებენ, თუმცა ამ ეტაპზე მათ ამისთვის ერთი დეპუტატი აკლიათ.
უმცირესობაში შესვლაზე ხუთმა დეპუტატმა განაცხადა უარი. ესენი არიან: ხობის მაჟორიტარი - გოდერძი ბუკია; დმანისის მაჟორიტარი - კახა ოქრიაშვილი; ლენტეხის მაჟორიტარი - გოგი ლიპარტელიანი; ცაგერის მაჟორიტარი - სერგო ხაბულიანი და ნინოწმინდის მაჟორიტარი - ენზელ მკოიანი.
ხაბულიანის გარდა, ყველა მათგანი წინა მოწვევის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის გუნდში იყო, გუშინდელი კენჭისყრის დროს კი მათ მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნების" კანდიდატურებს.
|