ხუთშაბათი, 20.06.13   12:25
+24°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს

23.10.12 18:00

მინისტრობის კანდიდატები დღეს დილიდან თავის გეგმებზე საუბრობდნენ. პარლამენტის კომიტეტებში გამართულ შეხვედრებზე, სამთავრობო პროგრამის გარდა, დეპუტატები კონკრეტული სამინისტროების განვითარების გეგმებსაც ისმენდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ღარიბაშვილი კანონმდებლებთან პოლიციის დეპოლიტიზებაზე საუბრობდა. იგეგმება რეფორმები, რომელიც მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა განხორციელდეს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თანამშრომლებს სამსახურიდან უსამართლოდ არ გაათავისუფლებენ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატმა ლტოლვილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ კი დღეს პარლამენტარებს განუცხადა, რომ ახალი მთავრობა არ შეცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.

`ქვეყნის საგარეო ორიენტირი არის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ძალიან კარგი ურთიერთობები ჩვენს მეზობლებთან და მცდელობა, რომ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შს მინისტრი არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს შეხვდება

20.06.13 10:42

დიპლომატების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრი აღმოჩენილი ფარული ჩანაწერების შესახებ არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს ხვდება. More...

ივანიშვილი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

20.06.13 10:55

ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეუთოს უმაღლესმა კომისარმა. More...

ბაჩო ახალაიას განცხადება

20.06.13 11:30

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ახალაია ყველა უპასუხიმგებლო განცხადებაზე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.More...

საპროტესტო წარწერების გაკეთებისთვის სამი სტუდენტი დააკავეს

20.06.13 12:05

გვიან ღამით თბილისში სამი სტუდენტი დააკავეს. ნიკოლოზ ჩომახაშვილი, გიორგი არსაბაშვილი და თორნიკე ხეთაგურაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან აიყვანეს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ირაკლი ალასანია 19 აგვისტოს აშშ-ში გაემგზავრება

20.06.13 11:56

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 19 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ის ვაშინგტონში ამერიკელმა კოლეგამ, ჩაკ ჰეიგელმა მიიწვია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ამგვარი ვიზიტი არ შემდგარა. More...

მცხეთის ყოფილი გამგებელი დააკავეს

20.06.13 11:47

მცხეთის ყოფილი გამგებელი დაკავებულია – ვახტანგ ყიფშიძე ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვაში-მითვისებაში ადანაშაულებენ. More...

აშშ-ს ელჩის მოადგილის განცხადება

20.06.13 11:41

შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ ის და რიჩარდ ნორლანდი შოკირებულები არიან სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეო–კადრებზე ასახული ფაქტებით, რომელთა შესახებაც მათ ინფორმაცია საელჩოს თანამშრომლებმა მიაწოდეს. More...

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company