კალაძე და ინტერესთა კონფლიქტი
22.10.12 14:36
ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატ კახი კალაძესთან შეკითხვები საპარლამენტო უმრავლესობასაც გაუჩნდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნას.
საქმე ეხება საჯარო რეესტრში არსებულ დოკუმენტებს, რომელთა თანახმად, 2011 წლის 3 მარტს კალაძის მიერ დაფუძნებულმა `კალა კაპიტალმა` შეისყიდა სააქციო საზოგადოება `საქჰიდროენერგომშენის` აქციების 45%. კომპანია ძირითადად ჰესებსა და სხვა ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს არემონტებს.
`საქჰიდროენერგომშენში` კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებენ; პასუხი ჯერჯერობით არ აქვს არც საპარლამენტო უმრავლესობას.
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ამ ფაქტის შესახებ მისთვის ცნობილი არაა, თუმცა გამოდის, რომ კალაძე, რომელიც ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემდეგ გამოუცდელ კადრად შეაფასეს, ამ სფეროში საკმაო გამოცდილების მქონე ყოფილა, - აცხადებს სუბარი.
|