ოთხშაბათი, 22.05.13   11:56
+25.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ივანიშვილი სამოქალაქო საზოგადოების აზრის გაზიარებისთვის მზადაა

22.10.12 15:51

შეეხება თუ არა ცვლილება კიდევ ერთ მინისტრობის კანდიდატს? - ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მზადაა დავით დარახველიძის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე წარდგენამდე სამოქალაქო სექტორთან დამატებითი კონსულტაციები გამართოს.

დავით დარახველიძე შევარდნაძის მთავრობაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი იყო. 19 ოქტომბერს კი 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პერიოდში დარახველიძის რასისტული გამონათქვამების გამო, ბიძინა ივანიშვილს მისი კანდიდატურის მოხსნის ინიციატივით მიმართა.

`სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ჩამოყალიბებაა ჩემი საბოლოო მიზანი. შესაბამისად, მაქსიმალურად გავუწევ ანგარიშს ყოველგვარ კრიტიკას და პოზიციას, რომელიც იქნება სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, თუ ის საფუძვლიანი იქნება,`- განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერობის კანდიდატის ამ შეფასებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მათთვის ასეთი კონსტრუქციული მიდგომა საზოგადოებრივი აზრის მიმართ მისაღებია.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...

პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

22.05.13 14:51

მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.More...

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

22.05.13 10:57

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.More...

ქუთაისში ორი აქცია მიმდინარეობს

22.05.13 15:12

ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი

22.05.13 14:24

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. More...

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადება

22.05.13 13:49

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.More...

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company