ახალ პარლამენტში ხაზინადართა საბჭო იმუშავებს
22.10.12 17:48
ახალ პარლამენტში ხაზინადართა საბჭო იმუშავებს. ორგანო პარლამენტის შიდა საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს და რეგლამენტით განსაზღვრულ საპარლამენტო ხარჯებს გააკონტროლებს.
ხაზინადართა საბჭოში 6 წევრი იქნება უმრავლესობიდან, 4 წევრი ეყოლება უმცირესობას. ხაზინადართა საბჭოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე უხელმძღვანელებს.
`ესაა ის ორგანო, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ეხმარება პარლამენტის შიდა საბიუჯეტო-საფინანსო საკითხების გარკვევაში, ესაა ტრადიცია პარლამენტში და ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს საბჭო შეიქმნება. ბიუროს შევთავაზე კონკრეტული მოდელი, რომლის მიხედვით საბჭოში 6 წევრი იქნება უმრავლესობიდან, ოთხი კი უმცირესობიდან. საბჭოს უხელმძღვანელებს მანანა კობახიძე,`- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|