არასამთავრობოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს
23.10.12 10:38
დაინიშნება თუ არა მინისტრად დავით დარახველიძე, კანდიდატი, რომლის სახელსაც ქსენოფობიური განცხადებები უკავშირდება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა დარახველიძესთან დაკავშირებით, წუხანდელი შეხვედრის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელეს. არასამთავრობოები იმედოვნებენ, რომ `პოლიტიკური თანამდებობის პირები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდებიან საჯარო გამონათქვამებს და უზრუნველყოფენ თანასწორობის პრინციპის დაცვას,` - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც 11 ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. ეს მიმართვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს გადაეგზავნა.
თავად დარახველიძე მის გამონათქვამს შეცდომას უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ მისი მხრიდან არ ყოფილა ამ შინაარსის განცხადებები, უბრალოდ, დაშვებული იყო შეცდომა, რომელსაც ასეთი ინტერპრეტაცია მოჰყვა.
|