კახი კალაძის შესაძლო ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ აშკარაა ინტერესთა კონფლიქტის წარმოქმნის რეალური საფრთხე და პარლამენტისგან საქმის განხილვას ითხოვს. თავად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატი კი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში „კალა კაპიტალი" „საქჰიდროენერგომშენში" კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას დაიწყებს. ამჟამად კალაძის კომპანია "ჰიდროენერგომშენის" აქციების 45 პროცენტს ფლობს.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.