`ქართულ ოცნებას` დეპუტატებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
23.10.12 12:05
დეპუტატების გადაბირების მცდელობებზე დღეს პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩიორა თაქთაქიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართული ოცნება რამდენიმე კანონმდებელზე ზეწოლას ახდენს იმ მიზნით, რომ მათ დატოვონ ნაციონალური მოძრაობის რიგები და უმრავლესობას შეუერთდნენ.
ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, `ქართული ოცნების` წარმომადგენლების მხრიდან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებზე ზეწოლა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების მიზნით ხდება. ის აცხადებს, რომ გამოვლინდა ზეწოლის რამდენიმე ფორმა. პირველ რიგში, ზეწოლა ხდება იმ დეპუტატებზე, რომლებიც ფლობენ ბიზნესს, ამასთანავე, მათ ნათესავებს სისხლის სამართლის დევნის დაწყებით აშინებენ.
უმრავლესობის განცხადებით, ასეთი მიდგომა შეუძლებელს ხდის უმრავლესობისა და უმცირესობის კონსტრუქციულ მუშაობას პარლამენტში.
|