ევროკავშირთან მოლაპარაკებები გრძელდება
23.10.12 13:31
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა ის მთავარი საკითხებია, რომლებზე შეთანხმების მიღწევასაც საქართველო ცდილობს. საქართველოს ამ მოლაპარაკებებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე ხელმძღვანელობს.
ევროკავშირის დელეგაციას კი ევროპულ საგარეო საქმეთა სამსახურის `აღმოსავლეთი პარტნიორობის`და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი ხელმძღვანელობს.
გორდაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ხოლო ახალ მთავრობას, რომელიც პროცესს გააგრძელებს, გორდაძემ წარმატება უსურვა.
`ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები იმ ტემპით გაგრძელდეს, როგორც მიმდინარეობდა,`- აღნიშნა გორდაძემ.
საქართველოს წარმომადგენლების აზრით, ასოცირების შეთანხმების გაფორმებას მოლაპარაკებათა კიდევ 3-4 რაუნდი დასჭირდება.
|