შაბათი, 25.05.13   17:14
+20.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ბიძინა ივანიშვილმა უმცირესობის შეკითხვებს უპასუხა

24.10.12 14:00

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი დღეს ქუთაისში, პარლამენტში მივიდა და უმცირესობის შეკითხვებს უპასუხა. კითხვები ძირითადად `ქართული ოცნების` წინასაარჩევნო პროგრამაში ასახულ დაპირებებს, მათი შესრულების გზებსა და ვადებს ეხებოდა.

სხდომას უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე უძღვებოდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეკითხვები შეეხო უნივერსალურ დაზღვევას, სამედიცინო სექტორის გაუმჯობესებას, პენსიების ზრდას, სოფლის მეურნეობის მილიარდდოლარიანი პროგრამის განხორციელებას, საბანკო კრედიტებზე პროცენტების დაწევას, ტარიფების შემცირებას, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ბიძინა ივანიშვილმა ვერც ერთი პროგრამის განხორციელებაზე ვერ დაასახელა კონკრეტული თარიღი, თუმცა ყველა სფეროში თანხების მობილიზაციის ალტერნატიულ გზებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, კანონიერი გზით განხორციელდება.

`რაც შეეხება წყაროს, როდესაც ჩვენ სოფლის მეურნეობის მილიარდიან ფონდზე ვსაუბრობდით და არ გვქონდა რეალური წარმოდგენა ბიუჯეტის შემადგენლობაზე, მხედველობაში მქონდა დამატებითი წყაროები ბიუჯეტის გარეთ. ჩვენ შევისწავლით ბიუჯეტის რეალურ შესაძლებლობებს და რაც არ იქნება შესაძლებელი, რომ დაფინანსდეს ბიუჯეტიდან, იმ პროექტებს კანონიერი გზით დავაფინანსებთ,`- განაცხადა ივანიშვილმა.

შეკითხვები ბიძინა ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გაკეთებულ განცხადებებსაც შეეხო, როგორიცაა მაგალითად, მშვიდობის ხიდის დანგრევა ძველ თბილისში. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება და მსგავსი ნაბიჯები საზოგადოებრივი გამოკითხვის შემდეგ იქნება მიღებული.

რაც შეეხება საბანკო კრედიტებზე პროცენტების დაწევას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს ხელოვნურად ვერ მოხერხდება და ეს პროცესი ბაზარმა და ეკონომიკამ უნდა განსაზღვროს.

`თუმცა ის პირობები, რომლის დაფუძნებასაც ჩვენ ვაპირებთ ეკონომიკაში და ინვესტიციების შემოდინებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს პროცენტების დაწევაზე,`- განმარტა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც შეეხო და განაცხადა, რომ `სწორი ქმედებებით, სწორი ქცევითა და დიპლომატიური ურთიერთობებით ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, თუმცა ამის გასაღებიც ისევ ქვეყნის შიგნით არსებობს.`

ბიძინა ივანიშვილს შეკითხვა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მისი დაპირების თაობაზეც დაუსვეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მან პოლიტიკა შესაძლოა წელიწადნახევარში დატოვოს.

`თუმცა მე საქართველოდან არ წავალ. დავტოვებ ისეთ გუნდს, რომელიც ჩვენს ყველა დაპირებას შეასრულებს. ამ დაპირებებზე მე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი. ვაპირებ სამოქალაქო სექტორის ერთ-ერთ აქტიურ წევრად დარჩენას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად ვაკონტროლებ ჩემ მიერ დატოვებულ ხელისუფლებას, რადგან ჩვენი დიდი პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოების გამოუცდელობა, როგორ აირჩიოს და შემდეგ აკონტროლოს ხელისუფლება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მუდმივად კარგი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მოლოდინში. უნდა ვისწავლოთ, როგორ ავირჩიოთ და როგორ ვაკონტროლოთ, რათა მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. ეს შესაძლებლად მიმაჩნია ორ ათეულ წელიწადში,`- განაცხადა ივანიშვილმა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დედაენის ბაღში ორი აქცია გაიმართა

24.05.13 21:12

მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო. More...video clip 

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

24.05.13 14:54

ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.More...video clip 

პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრის ახალი კანდიდატურა შესთავაზა

24.05.13 15:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

24.05.13 15:12

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...More...video clip 

კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულებულია

24.05.13 15:06

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.More...video clip 

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...video clip 

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company