საქართველოს რკინიგზა დღეს დილიდან გაჩერებული იყო. 11:00 საათიდან რკინიგზელებმა 2-საათიანი საყოველთაო გაფიცვა დაიწყეს. მათი საპროტესტო აქცია უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. რკინიგზელების მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდაა.
დღეს დილით მუშებსა და ადმინისტრაციას შორის კიდევ ერთი მოლაპარაკება გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. პირველი საათიდან მატარებლებმა მუშაობა ჩვეული განრიგით გააგრძელეს, თუმცა აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რკინიგზელები 24-საათიან გაფიცვას მოაწყობენ.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.