უმრავლესობა და უმცირესობა ახალი მთავრობის შესახებ
25.10.12 12:00
უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მთავრობა დღეს ნდობის მანდატს მიიღებს და ხელისუფლების გადაბარების პროცესი დასრულდება. მათივე თქმით, მთავრობის დამტკიცებისთანავე დაიწყება ყველა იმ დანაპირების ეტაპობრივად შესრულება, რომელიც კოალიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა. უმრავლესობაში ამტკიცებენ, რომ ასეთი გამოცდილი, კვალიფიციური და პოლიტიკურად გამართული მთავრობა ქვეყანას ჯერ არ ჰყოლია.
უმრავლესობისგან განსხვავებულად ფიქრობენ უმცირესობის წარმომადგენლები. მათი მტკიცებით, დასახელებული კანდიდატურების უმეტესობა არასანდოა და მათ საპარლამენტო და აღამასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის არანაირი კვალიფიკაცია არ აქვთ. ამ არგუმენტით უმცირესობა დღეს ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
|