გაფიცულ რკინიგზელებსა და მაღაროელებს უკვე ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები უერთდებიან. გამაფრთხილებელი აქცია ქალაქში დღეს დილიდან დაიწყო. ისინი ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და სამსახურიდან ერთი წლის წინ უსამართლოდ დათხოვნილი თანამშრომლების საქმეთა გადახედვას ითხოვენ. ფოთის ნავსადგურის მუშაკებს მხარს უჭერენ გაერთიანებული პროფკავშირები და საქართველოს მეზღვაურთა პროფესიული კავშირი.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.