ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა
25.10.12 13:30
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე სამთავრობო პროგრამაში სახელწოდებით `ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის` წარადგინა.
პროგრამაში საუბარი იყო ძალოვანი სტრუქტურების, კულტურის სფეროს, განათლების სისტემის, პროკურატურის და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დეპოლიტიზებისა და სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და გაძლიერების თაობაზე. პრემიერობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც იგეგმება სოციალურ სფეროში, მათ შორის საყოველთაო დაზღვევა, სამედიცინო სფეროს რეფორმირება, სოფლის მეურნეობის სფეროში განსახორციელებელი დახმარებების პროგრამები, საგადასახადო სისტემის რეფორმირება და ა.შ.
პრემიერის გამოსვლის შემდეგ პარლამენტის წევრთა გამოსვლები დაიწყო. უმცირესობის წევრები სამთავრობო პროგრამისა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ვადების დაკონკრეტებას ითხოვენ.
|