 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
საქართველოს ახალი მთავრობა ჰყავს
25.10.12 20:34
ქვეყანას ახალი მთავრობა ჰყავს. ახლად დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა ასეთია:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ბიძინა ივანიშვილი; ვიცე პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია; ვიცე პრემიერ-მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი - კახა კალაძე; ფინანსთა მინისტრი - ნოდარ ხადური; საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - დავით დარახველიძე; შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი; ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი კვირიკაშვილი; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - დავით ნარმანია; გარემოს დაცვის მინისტრი - ხათუნა გოგალაძე; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - დავით სერგიენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - გიორგი მარგველაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი; დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე; ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი - სოზარ სუბარი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია; სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი; დასაქმების მინისტრი - კახა საკანდელიძე.
ახალი მთავრობა პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანომ ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს და მთავრობის ახალ პროგრამას ნდობა გამოუცხადა.
საპარლამენტო უმცირესობამ მთავრობის ამ შემადგენლობას და მინისტრების პროგრამას მხარი არ დაუჭირა.
პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა პირველი განცხადება გააკეთა. პირველი ნაბიჯი, რასაც ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტი გადადგამს, განთლების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროში რეფორმების გატარება იქნება.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|