აჭარას მთავრობის ახალი თავმჯდომარე მომავალ კვირას ეყოლება
26.10.12 11:09
საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც უნდა დაამტკიცონ. ავტონომიურ რესპუბლიკას ახალი ხელმძღვანელი, სავარაუდოდ, უკვე მომავალ კვირას ეყოლება.
ახლად არჩეულ უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არმაზ ახვლედიანი, ჯემალ ფუტკარაძე და არჩილ ხაბაძე სახელდებიან.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.